воскресенье, 10 июля 2011 г.

პროექტი.გამოიკვლიეთ დამოკიდებულება მამაკაცის წონასა და მის სიმაღლეს შორის

პროექტის სახელწოდება: გამოიკვლიეთ დამოკიდებულება ადამიანის წონასა და მის სიმაღლეს შორის (გამოკითხეთ მეზობლები და ნათესავები)

პროექტის მთავარი იდეა: წრფივი დამოკიდებულება სიდიდეებს შორის და გამოყენებითი  სახის ამოცანები. დიაგრამების მეშვეობით ანალიზის გამოტანა და შედარებები.

პროექტის   აქტუალობა: მოსწავლე სათანადო ამოცანებს დაუკავშირებს წრფივ ფუნქციას, ანუ შეეცდება პროცესის მათემატიკური მოდელის შექმნას.  ცხრილების გამოყენებით დიაგრამების აგება.


პროექტის მიზნები: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები  გაიწაფებიან მონაცემების კვლევის და ანალიზის საშუალება.

მონაწილეთა ასაკი: 15 წლის

ვადები: ერთი თვე

მოსალოდნელი შედეგი: გამოკვლევის შედეგებს წარმოადგენენ ცხრილის სახით
8საჭირო ძირითადი რესურსები–ადამიანური რესურსები,პასტა, ქაღალდი, წონისა და ზომის ერთეულები.

პროექტის მსვლელობა,ძირითადი აქტივობები: სასწავლო პროექტში ჩაერთო 6 მოსწავლე წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით სამუშაო ჯგუფი ახორციელებს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს სახავენ ამოცანებს ,ინაწილებენ ფუნქციებს, ასრულებენ დასახულ საქმიანობებს. მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს დამოკიდებულება შეიძლება წრფივი ფუნქციით აღიწეროს. ამ ფუნქციის გრაფიკის  მიხედვით სიმაღლის ზრდასთან ერთად იზრდება წონა.

საგნებთან კავშირი: დამყარდა საგანთაშორის კავშირი ფიზიკასთან,  ისტ–თან (მოსწავლეებიშექმნიან დიაგრამებს და ცხრილების გამოყენებით პოროგრამა Microsoft Office Excel 2007) .

პროექტის ხელმძღვანელი: ნათელა ბასანიძე


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  natelabasanidze@gmail.com


პროექტის ვებ–გვერდი: natelabasanidze.blogspot.com